სოფელ ნორიოში 1 ადამიანი მოკლეს, 1 კი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა პირმა ურთიერთშელაპარაკებისას 1 ადამიანი მოკლა, 1 კი დაჭრა.

უწყების ცნობით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით, პოლიციამ 1979 წელს დაბადებული დ.ყ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი - 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი