შოთა დიღმელაშვილს კვერცხის სროლის გამო, 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

გამოქვეყნდა:

შოთა დიღმელაშვილს, რომელმაც 8 მარტს მთავრობის ადმინისტრაციის შენობას პროტესტის ნიშნად კვერცხები ესროლა, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

ინფორმაციას მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს.

დიღმელაშვილი, ამ ფორმით 7 მარტს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეები უკრაინის მიმართ საქართველოს მთავრობის პოზიციას აპროტესტებდნენ. ისინი ითხოვდნენ - დაწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთთან; აიკრძალოს რუსული მედიასაშუალებები და დაიკეტოს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი