ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ახალგაზრდა კაცს პოლიციის მანქანა დაეჯახა. "მთავარმა არხმა" შემთხვევის ადგილზე დაზიანებული ავტომობილიც დააფიქსირა, თუმცა სამართალდამცავები მომხდარზე არ საუბრობენ.
ცნობილია, რომ დაშავებულის მდგომარეობა არ არის მძიმე, მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო, თუმცა, შემთხევის ადგილას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა ქუჩაზე გადაირბინა და პოლიციის, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანა, სწორედ ამ დროს დაეჯახა.