სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის გარეუბანში - მოკლულია ყოფილი ძალოვანი

გამოქვეყნდა:

სისხლიანი ანგარიშსწორება დედაქალაქის გარეუბანში. რკინიგზის ლიანდაგებთან გამვლელებმა 52 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაკაროვის სისტემის იარაღიდან გულმკერდის არეში მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი ვერსია, რაზეც გამოძიება მუშაობს, ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებული დაპირიპირებაა, რაც საბოლოოდ, სისხლისღვრით დასრულდა.

ყოფილ ძალოვანს, გარიკ გევორქიანს, თავდამსხმელებმა საქმის გასარჩევად სახლში, ჯანელიძის ქუჩაზე მიაკითხეს. 

საგამოძიებო პროცედურები ჯანელიძის ქუჩაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. "მთავარი არხის" ინფორმაციით, შემთხვევის ადგილას ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სავარაუდო თვითმხილველი, ტაქსის მძღოლი მიიყვანეს. 

მკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ერთი ადამიანი უკვე დააკავა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი