ვატო ყიფიანი დუმილს არღვევს და ძმები ფეიქრიშვილების აფეთქების მომზადებასთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. ყიფიანის ადვოკატმა საგანგებო ბრიფინგზე მისი აუდიოჩანაწერუი გაავცელა, სადაც თბილისიდან, წლების წინ წასული ყიფიანი ამბობს, რომ მზად არის ქვეყანაში ჩამოვიდეს და გამოძიების ყველა კითხვას უპასუხოს
"ისეთ სიბინძურეზე მიდის ლაპარაკი, რომ ხალხთან, რომელთანაც საერთოდ არაფერი არ მაკავშირებს...თითქოს მე მინდოდა ვისთანაც შეხება არ მაქვს, იმათი აფეთქება, ან ესეთ იმას ხატავენ და მერე შეძლება ბავშვები ყოფილიყვნენ საბავშვო ბაღში და რაღაცეები, თუ ესეთ სიბინძურეზეა ლაპარაკი, მზად ვარ, მითხრან, როცა მეტყვიან მაშინ ჩამოვდე" ამბობს ყიფიანი.
"ჩემთან საუბარშიც აფიქსირებს, რომ ის, რასაც მას აბრალებენ არის მისთვის ყოვლად მიუღებელი. პირველ რიგში რაც ადარდებს მას, ის, რომ მის უკან არიან მშობლები, რომლებიც ამას ისმენენ. მშობლები არიან ასაკში და მას აქვს გარკვეული შიში იმისაც, რომ ეს შეიძლება ვერ გადაიტანოს რომელიმემ" აცხადებს ვატო ყიფიანის ადვოკატი მარიკა ფხალაძე