სპეცოპერაცია თბილისში - დეტალები დღეს გახდება ცნობილი

გამოქვეყნდა:

რამდენიმე საათიანი ჩხრეკა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა გვიან ღამით თბილისში - გიორგი მდივნის ქუჩაზე. ერთ-ერთი საწყობის ტერიტორიაზე ექპსერტკრიმინალისტები და კინოლოგები იყვნენ მობილიზებული.

ჯერჯერობით უცნობია, რას ან ვის ეძებდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შსს-ში თავდაპირველად "მთავარს" უთხრეს, რომ მათი უწყება არანაირ მოქმედებებს არ ატარებდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩხრეკა ერთ-ერთ საქმეს უკავშირდებოდა, რომლის შესახებაც დღეს გახდება ცნობილი.

ასევე, სუს-ში არ დაადასტურეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ბოკოვის საქმეს უკავშირდებოდა, ასევე უარყვეს გავრცელებული ინფორმაცია ერთი პირის დაკავების შესახებაც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი