შშმ მოზარდის ცემის საქმე - ერთმა პოლიციელმა ბრალი აღიარა, მეორემ ნაფიცი მსაჯულები მოითხოვა

გამოქვეყნდა:

მეტროსადგურში, არასრულწლოვანი შშმ მოზარდის ცემის ფაქტზე ორივე ბრალდებული პატიმრობაში რჩება. საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ სხდომაზე ერთ-ერთმა პატრულ-ინსპექტორმა კახა ბაკაშვილმა ბრალი აღიარა და მისმა ადვოკატმა ბრალდებულის 30 000 ლარიანი გირაოს გადახდის სანაცვლოდ გათავისუფლება ითხოვა, მაგრამ სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ნუკრი ბაქრაძე კი რომელსაც არასრულწლოვანზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს. მან საქმის განსახილველად ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩია.

შეგახსენებთ, 24 იანვარს სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია მოზარდზე. ფიზიკურ ანგარიშსწორებამდე პოლიციელს ბიჭის მეგობრები უხსნიდნენ, რომ ახალგაზრდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე იყო, მას არც ესმოდა, არც საუბარი არ შეეძლო და მის კითხვებს ვერ უპასუხებდა. მომხდართან დაკავშირებით პოლიციელები  25 იანვარს დააკავეს. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი