
საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეის მონაცემებით გამოჯანმრთელებულია კიდევ 8 ადამიანი. განახლებული ინფორმაცია მთავრობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, ხუთივე ახალი შემთხვევა შემოტანილია, ინფიცირებულთაგან ოთხი კი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ამ ეტაპზე ინფექციურ საავადმყოფოში 20 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან მხოლოდ ერთის მდგომარეობა ფასდება მძიმედ.
საქართველოში ამ დროისთვის სულ COVID_19-ის 893 შემთხვევაა დაფიქსირებული. აქედან გამოჯანმრთელდა 731 და გარდაიცვალა 14 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2.710, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 267 ადამიანი.
კორონავირუსის სტატისტიკა: