იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის, დელტაკრონის, შესახებ ინფორმაცია ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, რისკი არსებობს - რისკი კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია და მოსახლეობის რაოდენობა ძალიან დიდია - ამბობს ჩხაიძე.
რაც შეეხება ამჟამად არსებულ ეპიდვითარებას ქვეყანაში, ჩხაიძის შეფასებით, პანდემიას "თაფლობის თვე" აქვს:
ასე ეძახიან, „თაფლობის თვე“ აქვს ახლა პანდემიას. მართლაც ასეა, შემთხვევები ნაკლებია, ყველაფერი შემცირებისკენ მიდის ისევე, როგორც საქართველოში, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მომავალი მუტაციის გაჩენის რისკი დაბალია, - თქვა ჩხაიძემ
ქვეყანაში დღეს კოვიდინფიცირების 1 099 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 10 ადამიანი გარდაიცვალა.