თამლიანი პროცესზე ვერ მოიყვანეს. ციხის კარები გაიყინა და ვერ ვაღებთო - კუპრავა

გამოქვეყნდა:

ბაჩო თამლიანი პროცესზე ვერ მოიყვანეს. ციხის კარები გაიყინა და ვერ ვაღებთო - წერს ფეისბუქზე სამოქალაქო აქტივისტი ალიკა კუპრავა.

თამლიანი 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე დააკავეს. აქცია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პარალელურად მიმდინარეობდა.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სამართალდამცავებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლას გულისხმობს. თამლიანს აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი