ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე - პოსტი ვაკანტურია 15 ივნისის შემდეგ, რაც ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. ამჟამად ორი კანდიდატურა განიხილება, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ტურავა და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ირინა იმერლიშვილი.
კანდიდატების თქმით, ისინი ელოდებიან კენჭისყრის შედეგებს, სადაც გადაწყდება 19 მოსამართლიდან რამდენიმე დაუჭერს მათ კანდიდატურებს მხარს.
დამოკიდებული არის ჩემი კოლეგების გადაწყვეტილებაზე, რამდენი ხმაც მექნება, იმდენი ხმით გადაწყდება დადებითად ან უარყოფითად. გადაწყვეტილების მისაღებად ხუთი ხმა არის საჭირო, ამ წუთისთვის ხუთი ხმა საორგანიზაციო კომიტეტში არის უკვე მიღებული, - ამბობს მერაბ ტურავა.
ირინა იმერლიშვილის თქმით, ალტერნატივები ყოველთვის უნდა არსებობდეს და მიიჩნევს, რომ კარგია, როდესაც სასამართლოში ერთსულოვნება არ არის.
კოლეგების გადასაწყვეტია, თუმცა უკვე წარდგინება გაკეთებულია ხუთი მოსამართლის ერთზე და ოთხის მეორეზე, ამიტომ შანსები ალბათ დათვლადია, - აცხადებს ირინა იმერლიშვილი.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის გაიმართება კენჭისყრა. თარიღის ჩასანიშნად საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის შეკრება. არსებული ინფორმაციით, ეს თარიღი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.