შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა წითელ ხიდთან ყაჩაღობისთვის ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულია 1977 წელს დაბადებული ვ.ვ.

"აღნიშნული პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის 2002 წლიდან იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ვ.ვ., სასაზღვრო გამშვები პუნქტი „წითელი ხიდის" ტერიტორიაზე, მსჯავრდებულის სახით დააკავეს", - წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებული პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი