გაშიფრულია ტრანსნაციონალური დანაშაული - გენერალური პროკურატურა

გამოქვეყნდა:

გაშიფრულია ტრანსნაციონალური დანაშაული, რის საფუძველზეც რვა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ. 

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი სასტუმროების ხელმძღვანელები გაურიგდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ. ამ გზით მათ ფიზიკური და იურიდიული პირების კუთვნილი ფულადი თანხები თაღლითურად მიითვისეს.

დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეეები ფიგურირებენ, ითვალისწინებდა თანხის მოპარვას სხვადასხვა პირების საბანკო ანგარიშებიდან. პროკურატურაში ამბობენ, რომ მოპარული თანხა კი პერიოდულად საზღვარგარეთ, კრიმინალურ დაჯგუფებებს ეგზავნებოდათ. 

მათ მიეცათ შესაძლებლობა, "პოს ტერმინალისა" და "ჯეოფეის" გადახდის სისტემაში სხვადასხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშების მონაცემების შეყვანის გზით, ბარათებიდან ჩამოეჭრათ თანხა და გადაეტანათ მათთვის სასურველ საბანკო ანგარიშებზე, - განაცხადა პროკურატურის საგამოძიებო ზედამხედველობის უფროსმა ამირან გულუაშვილმა.

გულუაშვილის თქმით, საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებსა და აშშ-ს მოქალაქეებს ჯამში 687,321 ლარისა და 60,400 დოლარის ღირებულების ზიანი მიადგათ.

დამატებით დეტალებს პროკურატურა არ ასაჯაროებს. მათი ვარაუდით, შესაძლოა, საქმეში ფიგურირებდნენ სხვა პირებიც, მათ გამოსავლენად კი ძიება მიმდინარეობს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი