"პალიტრანიუსის" ოპერატორის ცემაში ბრალდებულს 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ოპერატორ ბექა მშვილდაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებულ ირაკლი ყავლაშვილს სასამართლომ 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოპერატორს 6 ივლისს პარლამენტთან სცემეს, სადაც 5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების შემდეგ მდუმარე აქცია უნდა გამართულიყო. 

შეგახსენებთ,  რუსთაველის გამზირზე, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი