
ჯანდაცვის მინისტრმა დღეს წლიური ანგარიში მთავრობის წევრებსა და პრემიერ მინისტრს წარუდგინა. ეკატერინე ტიკარაძემ თავის გამოსვლაში კორონა ვირუსთან ბრძოლის შესახებ ისაუბრა, მოგვიანებით კი ჟურნალისტებთან ის პროცედურები განმარტა, რომელთა დაცვაც საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს მოუწევთ.
ტურისტს ექნება თან PCR ტესტის ვალიდური დოკუმენტი, სადაც იქნება აღნიშნული, რომ მას კოვიდი არ გააჩნია. ის ტურისტები, რომლებსაც მსგავსი ტესტის შესაძლებლობა არ ექნებათ და თან არ ექნებათ დოკუმენტი, ჩვენ მათთვის ვუზრუნველყოფთ ტესტის ჩატარება და ეს მოხდება აეროპორტში, - თქვა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს მოლაპარაკებები აქვს სხვადასხვა სასტუმროებთან, სადაც ჩამოსული ტურისტები ტესტების პასუხებს დაელოდებიან.