"ხდება ხოლმე, რომ გამოდის მწყობრიდან" - ემა გოგოხიას ინფორმაციით, თავდასხმის ამსახველი კადრების წაშლას ცდილობენ

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" ჟურნალისტის, ემა გოგოხიას ინფორმაციით, მოძალადეები ახლა მტკიცებულებების განადგურებას ცდილობენ. საუბარია მასსა და მის ოპერატორზე მომხდარი თავდასხმის ვიდეოჩანაწერზე. როგორც გოგოხია ამბობს, ტერიტორია, სადაც ოთხმა მოძალადემ სცემათ, კერძო საფინანსო ორგანიზაცია "მისო ინვესტ ჯორჯიას" ეკუთვნის და იქ დამონტაჟებულ სათვალთვალო კამერებს ყველაფერი დეტალურად უნდა ჰქონდეთ დაფიქსირებული. გოგოხია ამბობს, რომ სწორედ ამ ჩანაწერების გაქრობის მიზნით, კომპანიაში "ალტ ინფოსა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც მივიდნენ. 
კერძო კომპანიის მეპატრონემ გოგოხიას უთხრა, რომ კამერები მუშაობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა არ შეუმოწმებია - ხდება ხოლმე, რომ გამოდის მწყობრიდან - ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი 
ჟურნალისტის თქმით, მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე ჩამოხსნეს ერთი კამერა, რომელსაც სავარაუდოდ ასევე უნდა დაეფიქსირებინა ემა გოგოხიასა და ზვიად აბლოთიას ცემა.

ცნობისთვის,  ემა გოგოხიასა და მის ოპერატორს თავს "ალტ-ინფოს" ოფისთან, ზუგდიდში, გვიან ღამით დაესხნენ. მომხდარზე გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით დაიწყო, დაკავებულია 4 პირი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი