
ძალადობრივი და პუტინისტური დაჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან მუქარის ადრესატები გახდნენ, ოზურგეთში ის სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც "ალტ-ინფოს" ოფისის გახსნას აპროტესტებენ.
მათი ინფორმაციით, მუქარები მიიღეს სოციალურ ქსელებში როგორც პირადი შეტყობინებების, ისე კომენტარების სახით.
"ალტ-ინფოს ოზურგეთის ერთ-ერთმა წევრმა, სოციალურ ქსელში დადო პოსტი, ცეცხლსასროლი იარაღის ფოტოს თანხლებით. წარწერა ჰქონდა, "სამკურნალოებს ასე ვმკურნალობთ". ჩავთვალეთ, რომ ეს მუქარა, იმ აქტივიზმის წინააღმდეგ, რაც ოზურგეთში დაიგეგმა. მუქარები იყო როგორც კომენტარებში ისე პირად შეტყობინებები. ჩვენ გვინდა, რომ სამართალდამცავ ორგანოებს ამ ფაქტთან დაკავშირებით ჰქონდეს რეაგირება" - ამბობენ სამოქალაქო აქტივისტები
ალტ-ინფოს” მიერ პარტიის ოფისების გახსნა და ზოგადად გააქტიურება საყურადღებო და საშიშია, განსაკუთრებით კი უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე. „ალტ-ინფო“ ავრცელებს პრორუსულ პროპაგანდისტულ ინფორმაციას, მათ შორის ამართლებს უკრაინაში რუსეთის მიმდინარე აგრესიას, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს და აფერხებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს." ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის განცხადებაში, სადაც ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ სათანადოდ გამოიძიონ მუქარისა და ძალადობის თითოეული შემთხვევა და მკაცრად დასაჯონ ყველა დამნაშავე.