საქართველოში კორონავირუსის 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 13 ადამიანი, 1 855 კი გამოჯანმრთელდა.
დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 20 286 კვლევა, აქედან ანტიგენის სწრაფი 17 904 ტესტით, ხოლო 2 382 PCR-ით. 18 მარტს აიცრა 1 448 ადამიანი.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 4,19%-ია, ბოლო 14 დღის - 9,04%-ია, 7 დღის - 5,87%.
ქვეყანაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 1 641 399 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 1 596 779 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 16 643 კი გარდაიცვალა.