
"არაფერი დამიშავდა დღევანდელი უკანონობით!" - პოლიციამ გუშინ ადვოკატი ვასილ მამულაშვილი დააკავა ადვოკატი ვასილ მამულაშვილი დააკავეს - შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ადვოკატი დაცვის ქვეშ მყოფთან ერთად საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა.
მამულაშვილმა პოლიციელების მხრიდან დარღვევა შენიშნა და მათ შენიშვნა მისცა, საპასუხოდ შსს-ს თანამშრომლები გაღიზიანდნენ და ადვოკატი დააკავეს. ვასილ მამულაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანიდან მალევე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
საქმე მის წინააღმდეგ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მუხლით აღიძრა.
"- მე, არაფერი არ დამიშავდა, იმიტომ რომ დღეს, ჩემს გვერდით სიტყვით და საქმით იყვნენ ჩემი კოლეგა ადვოკატები, ჟურნალისტები, მეგობრები, ნაცნობები... და დიდი მადლობა მათ!.
- მე, არაფერი არ დამიშავდა დღევანდელი უკანონობით! იმიტომ, რომ თუ ფიქრობენ, რომ დაკავება ერთადერთი გზაა ჩვენი გაჩერებისთვის, დაე.. დაგვაკავონ.. მაგრამ აი! ჩვენ უკვე გარეთ ვართ.. ჩვენ, დაგვიშავდებოდა იმ შემთხვევაში, თუ - 15 წლის არასრულწლოვანს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდა:
- დაცვის გარეშე დავტოვებდით! - აღიარებას ვაიძულებდით!
- საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დარღვევის აღმნიშვნელ შენიშვნას არ შევიტანდით ოქმებზე!
- საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდგომ ვინმეს თანხმობას დაველოდებოდით პოლიციის შენობის დასატოვებლად!
- პოლიციის მოთხოვნით მივიღებდით იმ საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობას, რომელ მოქმედებში მონაწილეობა პირის უფლებაა.. და არა ვალდებულება. სწორედ.. ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო მოხდა ის რაც მოხდა!
კარგი ამბავიც მაქვს.. - ჩემი დაკავების შემდეგ საერთოდ დაავიწყდათ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი, რომლის მიმართაც ბრალდების წარდგენა და დაკავება ჰქონდათ დაგეგმილი..(ესე ამბობდნენ) (ცხადია.. ამ გეგმებსაც არ გააჩნდა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები).. მოლოდინი?? - დღევანდელი დღის შემოქმედ ყველა პოლიციელს იმედი მაქვს მათი ქცევის ტოლფასი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ! რისთვისაც მე, თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ!",- წერს მამულაშვილი Facebook-ზე.