ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში - ერთმანეთს ორი მანქანა და ავტობუსი შეეჯახნენ

გამოქვეყნდა:

თბილისში, სანაპიროზე ერთმანეთს სამგზავრო ავტობუსი და ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. 

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 პირი დაშავდა. ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "მთავარი არხის" ვებგვერდს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი