ბრალდებულმა საკუთარი ადვოკატი დაჭრა

გამოქვეყნდა:

ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაჭრა. უკმაყოფილების მიზეზი კი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა. თაღლითობაში ბრალდებული ორი პირიდან, ერთი მოსამართლემ ჯარიმით გაათავისუფლა. ადვოკატს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიზიკურად ავტომობილში გაუსწორდა, შემდეგ კი ცივი იარაღით ჭრილობა სახის არეში მიაყენა.  

"ჩემი ინტერესი და მიზანი არასოდეს არ ყოფილა ვიღაცის დასჯა...მაშინ, როდესაც დანას გიქნევენ და თავის გადარჩენის ერთადერთი საშუალება მოძრავი ავტომობილიდან გადახტომაა, უბრალოდ გაიაზრონ, ყველამ ძალიან კარგად და ეს არ იყო მხოლოდ ჩემზე განხორციელებული თავდასხმა, ეს იყო მთლიანად ადვოკატთა ასოციაციაზე განხორციელებული თავდასხმა და იმ ყველა ადვოკატზე განხორციელებული თავდასხმა, რომელიც, რა თქმა უნდა, არავის არ ეპატიება." - ამბობს გიორგი ბარდაველიძე

თავდასხმაში ბრალდებული დაკავებულია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ეფექტურ გამოძიებას ითხოვს. დაზარალებული ადვოკატის თქმით, ეს არის  მთლიანად ადვოკატთა ასოციაციაზე განხორციელებული თავდასხმა.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი