ფინეთის საბაჟომ 21 იახტა დააკავა - შვეიცარიაში დააყადაღეს სანქცირებული რუსი ოლიგარქის ქონება

გამოქვეყნდა:

ფინეთის საბაჟომ 21 იახტა დააკავა, რომლებიც სანქციების ქვეშ მყოფი რუსების ან მათთ დაკავშირებული კომპანიებს საკუთრებაა - ინფორმაციას, Helsingin Sanomat ავრცელებს.

ასევე გამოცემა წერს, რომ გიბრალტარში დააკავეს იახტა "axioma" ,  რომელიც სანქციების ქვეშ მყოფი,  რუს მილიარდერს დიმიტრი პუმპოიანსკის  საკუთრებაა

გარდა ამისა,  The Insider-ის ინფორმაციით, შვეიცარიის ხელისუფლებამ, რუსი მილიარდერის პიოტრ ავენის უძრავი ქონება დააყადაღა, რომელიც ბერნის გოლფის კურორტზე მდებარეობს.

რაც შეეხება რომან აბრამოვიჩს, მან თავის იახტა "Eclipse" თურქეთში გადაიყვანა. იახტა "MY Solaris" , კი  ამჟამად ბოდრუმშია გაჩერებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი