ორი ახალი ინფიცირებული და ორი გამოჯანმრთელებული - COVID-19-ს ბოლო მონაცემები

გამოქვეყნდა:

ორი ახალი შემთხვევა 24 საათში - საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 895-მდე გაიზარდა.

ორით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც და 741 გახდა.

stopcov.ge-ზე მონაცემები რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

ამავე მონაცემების მიხედვით, ამჟამად კარანტინის რეჟიმშია 2855 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 264 პირი. ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი