"არსებობს მოწმის მიერ მიწოდებული ჩვენების საპირისპირო ვიდეომტკიცებულებები" | 5 ივლისის საქმე

გამოქვეყნდა:

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების საქმის სასამართლო განხილვა დასასრულს უახლოვდება. დღევანდელ სხდომაზე ლექსო ლაშქრავაზე, მირანდა ბაღათურიასა და ილია თვალიაშვილზე განხორციელებული ძალადობის ეპიზოდებზე, დაცვის მხარის მთავარი მოწმე დაიკითხა.

ფრიდონ ხიზინაშვილმა, რომელიც 5 ივლისს "სირცხვილის" ოფისთან იმყოფებოდა, თქვა, რომ მას ჟურნალისტებზე ძალადობა არ უნახავს, თუმცა გაიგო, როგორ აყენებდნენ ჟურნალისტები სიტყვიერ შეურაცხყოფას ბრალდებულებს.

მოწმემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო ისე დატოვა, რომ ჟურნალისტების დამატებით შეკითხვებზე პასუხი არ გაუცია.

საქმის პროკურორი კი ამბობს, რომ მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაში შეაფასებს, ვინაიდან საქმეში არსებობს მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საპირისპირო ვიდეო მტკიცებულებები. 

ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი