"ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები" - პროკურორი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმზე

გამოქვეყნდა:

პროკურატურა გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთის მომზადების საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებეზე და საქმის შინაარსობრივ დეტალებზე არ საუბრობს.

თუმცა პროკურორმა დღეს ირიბად დაადასტურა, რომ საქმეში სავარაუდოდ დევს აუდიო-ვიდეომასალა, რომელიც გამოძიებამ ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვა.

როგორც პროკურორმა დღეს საქალაქო სასამართლოში განაცახადა, დაკითხული არიან მოწმეები, თუმცა  კონკრეტულად ვინ და რომელი ქვეყნის მოქალაქეები, ამაზე ბრალდების მხარე არ საუბრობს:

გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ვერ ვისაუბრებთ შინაარსობრივ მხარეზე. არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებიო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები და სხვა საგამოძებო მოქმედებეი" განაცხადა პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი გაბუნიამ ჩვენება დღეს, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მისცეს. "მტავარი არხის" ჟურნალისტმა სუს-ში გამოკითხვაზე უარი, უწყების მიმართ უნდობლობის მოტივით განაცხადა.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი