
ხმაური იყო გვიან ღამით ბათუმში. გოგოლის ქუჩაზე, სოციალურად დაუცველები და უსახლკარო ადამიანები იმ შენობებში შესახლებას ითხოვდნენ, რომლებიც მათი მტკიცებით, თურქმა ბიზნესმენმა, გალიფ ოზთურქმა უკანონოდ ააშენა.
თვითნებურ შეჭრს პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა დაუმორჩილებლობისთვის სამი პირი დააკავეს.