ფოთში მეზობელმა მეზობელი უროთი მოკლა

გამოქვეყნდა:

მკვლელობა ფოთში - კაკულიას ქუჩაზე 30 წლამდე კაცი უროთი მოკლეს. შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. 

ირკვევა, რომ მკვლელობაში ბრალდებული და გარდაცვლილი მეზობლები იყვნენ. ისინი გვიან ღამით სუფრაზე იმყოფებოდნენ, სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოგვიანებით, ბრალდებულმა მოკლულს სახლში მიაკითხა და ურო თავში ჩაარტყა.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა, ის ფოთის იზოლატორშია გადაყვანილი. 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი