მქონდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაცია ყოფილიყო დღის წესრიგში - გიორგი გაბუნია გამოკითხვაზე მივიდა

გამოქვეყნდა:

მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, თუმცა მქონდა ზოგადი ინფორმაცია და ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა სასამართლოში შესვლამდე.

გიორგი გაბუნია ჩვენების მისაცემად თბილსის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. ის მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება. სუს-ში მისვლაზე გაბუნიამ უწყების მიმართ უნდობლობის მოტივით უარი განაცხადა.

როგორრც ჟურნალისტი ამბობს, მას არ ჰგონია გამოძიებამ კადიროვთან დაკავშირებით დაუსვას შეკითხვები, გარდა ამისა, გაბუნია ამბობს, რომ დანაშაულის მომზადების მოტივი მისი ვარაუდით პუტინის მისამართით გაკეთებული განცხადებები გახდა.

"მთავარი არხის"ჟურნალისტის თქმით, მის მიმართ განხორციელებული თვალთვალის შესახებ მისმა დაცვამ დაახლოებით ორი თვის წინ შეამჩნია

ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. სუს-ისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი - განაცხადა გაბუნიამ

დღესვე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე ელოდებიან.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი