კოვიდ 19-ით ინფიცირებულებიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ხოლო მეორე იმპორტირებული შემთხვევაა - ეზუგბაია

გამოქვეყნდა:

ახალი ინფიცირებულები - ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის ორი ახალი შემთხვევაა გამოვლენილი. მისი განმარტებით,  ინფიცირების 2 ახალი შემთხვევიდან, 1 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, ხოლო მეორე – ქვეყანაში შემოტანილი.

ჩვენს ცენტრში შემოვიდა გუშინ 1 დადასტურებული შემთხვევა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის, დინამიკურად არ ველოდებით, რომ პროგრესირება მოხდება, იმიტომ, რომ პრინციპში, მინიმალური კლინიკური ნიშნები აქვს გამოხატული, ხოლო ლაბორატორიული მონაცემებიც არ არის კრიტერიუმებით სერიოზული და პროგნოზის დამამძიმებელი მაჩვენებელი, აქედან გამომდინარე ცენტრში რჩება 21 პაციენტი, მძიმე არ გვყავს,- ამბობს ეზუგბაია.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 895 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებული კი 741-ია. აქტიური შემთხვევების რაოდენობა კვლავ 140-ია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი