გიორგი გაბუნია გამოძიებას ჩვენებას აძლევს. "მთავარი არხის" ჟურნალისტი მისი მკვლელობის მომზადების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრი მოსამართლისი თანდასწერებით იკითხება. გაბუნიამ სუს-ში მისვლაზე უწყების მიმართ უნდობლობის მოტივით თქვა უარი.
გამოკითხვაზე შესვლამდე გიორგი გაბუნიამ ვარაუდი გამოთქვა, რომ კადიროვის მხრიდან მკვლელობის დაკვეთა, პოტინის მისამართით გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია.
მქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩემი ლიკვიდაცია შესაძლოა ყოფილიყო დღის წესრიგში, თუმცა მქონდა ზოგადი ინფორმაცია და ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ. ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ. სუს-ისგან გამოვიდა ეს ინფორმაცია, შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდევაც, რომ ამის შესახებ არავისთან არ უნდა მელაპარაკა. დაახლოებით ბოლო 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა თვალთვალი - განაცხადა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა სასამართლოში შესვლამდე.
მთავარი არხის ჟურნალისტის დაკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებეზე და საქმის შინაარსობრივ დეტალებზე არ საუბრობს პროკურატურა.
თუმცა დრეს პროკურორმა ირიბად დაადასტურა, რომ საქმეში დევს აუდიო-ვიდეომასალა, რომელიც გამოძიებამ ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოიპოვა.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დღეს ვერ ვისაუბრებთ შინაარსობრივ მხარეზე. არაერთი მტკიცებულება იქნა გამოძიების ეტაპზე მოპოვებული, მათ შორის ხორციელდებოდა ფარული საგამოძიებიო მოქმედებები, ასევე ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებები და სხვა საგამოძებო მოქმედებეი" განაცხადა პროკურორმა.
დღესვე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე ელოდებიან.