გიორგი გაბუნიას სახელმწიფო დაცვა შესთავაზეს - სასამართლოში გამოკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

გიორგი გაბუნიას გამოკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტმა სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას აინტერესებდა საიდან ჰქონდა ინფორმაცია მასზე განხორციელებული თვალთვალის შესახებ.

მისივე თქმით, მას ინფორმაციის ორი წყარო მყავდა - ნიკა გვარამია და მისივე  დაცვა

აქცენტი იყო იმაზე საიდან მაქვს მე ინფორმაცია, რომელიც მაქვს. მე ორი წყარო მყავდა ინფორმაციის - ეს არის ნიკა გვარამია, რომელმაც გამაფრთხილა რომ შესაძლოა ჩემი ლიკვიდაციის მცდელობას ჰქონოდა ადგილი. იყო აქცენტი, რა ინფორმაცია მომაწოდა, ვინ იყო წყარო და ა.შ. იყო აქცენტი, ხომ არ მიფიქრია, რომ სუს-ისთვის მიმეწოდებინა ეს ინფორმაცია. მე განვუმარტე რომ არა - არც მქონია მცდელობა" განაცხადა გიორგი გაბუნიამ სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ.

როგორც "მთავარი არხის" ჟურნალისტმა განაცხადა, დღეს გამოძიებამ მას სახელმწიფო დაცვა შესთავაზა, თუმცა გადაწყვეტილებას, მიიღებს თუი არა ამ შეთავაზებას ჟურნალისტი, ადვოკატებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს.

რაც შეეხება მისი მკვლელობის შეკვეთის საქმე, გიორგი გაბუნია ამბობს, რომ მისი მკვლელობით მხოლოდ რუსეთია დაინტერესებული:

ვიცით რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს...თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია უნდა ეს არის რამზან კადიროვი, რაცნიშნავს პუტინს- ამბობს გაბუნია. 

დღესვე, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს ჩვენებას "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი. ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლოში პირველ საათზე ელოდებიან.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი