წყარო არის ორი: სუს-დან და "ქართული ოცნებიდან" - ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა. "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებშში მისცა ჩვენება.

როგორვც ნიკა გვარამიამ გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამოძიებას წყაროებთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. როგორც ის ამბობს,  წყარო არის ორი - მაღალჩინოსანი სუს-იდან და "ქართული ოცნებიდან"

რაც შეეხება შესაძლო თანამზრახველს, როგორც ნიკა გვარამია ამბობს, მისი წყაროს ცნობით დაკავებული ბოკოვი არ არის ქილერი, ის გიორგი გაბუნიას მარშრუტს სწავლობდა და შესაბამისად, დიდი ალბათობით მას თანამზრახველი ეყოლება. 

ნიკა გვარამიამ უკრაინულ საიტზე გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც გააკეთა განცხადება და ჩანაწერს არაავთენტური უწოდა - "აკინძულია სიტყვა-სიტყვით" ამბობს ნიკა გვარამია.

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი