"ბოკოვი არ არის ქილერი...თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება" - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

მე რაც შემეძლო ყველაფერი გავაკეთე დაცვის გაძლიერების კუთხით. ბოლოს დაცვის უფროსი ჩავუსახლე სახლში, გაბუნიას შეეზღუდა მაქსიმალურად გადაადგილება მისი თანხმობით. ის მარტო აღარ გადაადგილდება არსად, სახლშიც არა არის მარტო - აცხადებს "მთავარი არხის" გენერალური დირეტქორი.

ნიკა გვარამია დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, გიორგი გაბუნიას შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხა. როგორც გამოკითხვის დასრულების შემდგ გვარამიამ განაცხადა, გამოძიებას მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია წყარო.

ნიკა გვარამია ამბობს, რომ ინფორმაცია გიორგი გაბუნიასთან დაკავშირებით ორი წყაროსგან - სუს-ისა და "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნისგან მიიღო.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას თქმით, მისი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი. იგი გადაადგილების მარშრუტს სწავლობდა, შესაბამისად სავარაუდოა, რომ  საქმეში სხვა პირებიც არსებობობენ:

ჩემი წყაროს ინფორმაციით, ბოკოვი არ არის ქილერი, ბოკოვი არის მარშრუტის შემსწავლელი ჯგუფის წვერი, შესაბამისად თანამზრახველი მას აუცილებლად ეყოლება...გაბუნიას შესთავაზეს დაცვა, ლოგიკური დასკვნაა რომ საფრთხე არ არის ამოწურული - ამბობს ნიკა გვარამია.

პროკურატურა კი იმის მიუხედავადმ, რომ გიორგი გაბუნია გამოკითხვაზეც დაიბარა და დაცვაც შესთავაზა, ამ დრომდე არ ასასხელებს სახელსა და გვარს, ვისი მკვლელობა იგეგმებოდა.

ადვოკატის თქმით კი გამოძიების კითხვებიდან და სახელმწიფო დაცვის შეთავაზებიდან გამომდინარე,  დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობა იგეგმებოდა.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი