პოლიციამ თბილისში, გმირთა მოედანზე კიდევ 2 პირი დააკავა. საწვავის გაძვირების საწინააღმდეგო აქცია ამ დროისთვის დასრულებულია, აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც, თუმცა პოლიციამ თქვა, რომ ეს ადამიანები საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ.
"ვაპროტესტებთ საწვავის ფასს, ხმაც არ ამომიღია" - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, რომლის თქმითაც, დაკავებულია მისი ძმა.
ავტორი: ნინიკო გიგაური