
საქართველოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
ქვეყანაში ამ დროისთვის, ინფიცირებულთა რაოდენობა 896-ია, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 741 და გარდაცვლილია 14 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა, საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა.