ზუგდიდში 2 პირი დააკავეს, რომლებიც ავტომობილზე სავარაუდოდ, კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში 2 პირი დააკავეს, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის წინ, ავტოფარეხთან მდგარ მანქანაზე კუსტარულად დამზადებულ ასაფეთქებელს ამონტაჟებდნენ.

წინასწარი ინფორმაციით, ისინი დ.ჯ-ს მანქანის ქვემოთ ჰექსოგენის და ტროტილის შემცველ ასაფეთქებელს ამაგრებდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ჯ.კ-ა, მეორეს ვინაობას "მთავარი არხი" ადგენს.

რა იყო მოტივი უცნობია, თუმცა ასაფეთქებელი, სავარაუდოდ, კორპუსის ერთ ფლიგელს ჩამოშლიდა.

ორი პირის დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი