„საქართველოსთვის“ წევრ გელა აბულაძესა და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის საკრებულოს პარტია „საქართველოსთვის“ წევრ გელა აბულაძესა და მერის წარმომადგენელს ანზორ ფიფიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, მათთან ერთად დაკავებულ 9 პირს კი 6000 ლარის ოდენობის გირაო.
ბრალდების მხარე დაკავებულებს სახელმწიფოს კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლებას ედავება. პროცესზე დაცვის მხარე ბრალდებულების აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა და მათ თავდებში პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დეპუტატები უდგებოდნენ, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 
ადვოკატების თქმით, დაკავებული პირების წინააღმდეგ დაწყებული დავა სამართლებრივი აბსურდია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნას ემსახურება. დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატი, გელა აბულაძე გუშინ, 28 მარტს დააკავეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი