ხმაური "სირცხვილიას" აქტივისტების სასამართლოზე | დაცვის მხარემ დარბაზიდან მოწმე პოლიციელის გაძევება მოითხოვა

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პროცესზე, სადაც მოსამართლე მოძრაობა "სირცხვილიას" აქტივისტების საქმეს იხილავს. დაცვის მხარეს დარბაზიდან ერთ-ერთი მოწმე პოლიციელის გაძევებას ითხოვდა, რომელზეც ჰქონდათ ეჭვი, რომ ინფორმაციას მიმდინარე საქმეზე გარეთ მყოფ სხვა მოწმეებს აწვდიდა.

დაცვის მხარემ მოსამართლეს პოლიციელის დარბაზიდან გაშვება რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა მანუჩარ ციცუამ დაცვის მხარის თხოვნა არ გაითვალისწინა. პოლიციელი ჯერ უკანა სკამზე გადასვა, შემდეგ კი ტელეფონით სარგებლობა აუკრძალა.

მოძრაობა "სირცხვილიას" 6 აქტივისტს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე 7 მარტს მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას ეხება, როცა "სირცხვილია" და სხვა სამოქალაქო აქტივისტები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი