3 ახალი შემთხვევა და 11 გამოჯანმრთელებული - კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა საქართველოში

გამოქვეყნდა:

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - განცხადება ამის შესახებ ინფექციურ საავადმყოფოში დილის ტრადიციულ ბრიფინგზე, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. როგორც ის ამბობს, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, ორი კი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტები ბოლნისიდან და მარნეულიდან

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 24 საათში 11-ით გაიზარდა და ჯამში 752-ს შეადგენს. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი ამჟამად 898-ია

ამ მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, 132 პაციენტი მკურნალობს კოვიდის ცენტრებში. ახალი დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი და ეს შემოტანილ შემთხვევად ითვლება, ორი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ერთი ბოლნისი და ერთი მარნეული" ამბობს ეზუგბაია.

მისივე ინფორმაციით, ერთ შემთხვევაზე დღეს კვლევა ჩატარდება და ამის შემდეგა გაირკვევა დადასტურდება თუ არა ინფიცირება. გარდა ამისა, ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 21 კოვიდ ინფიცირებული გადის მკურნალობას, მათ შორის რამენიმე პაციენტი საშუალოზე მძიმეა, რამდენიმე კი საშუალოზე მსუბუქი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი