მოსამართლე: როდის გაიმართა აქცია? პოლიციელი: 10 ნოემბერს...ბოდიში, ვერ ვერკვევი -"სირცხვილია" სასამართლოზე

გამოქვეყნდა:

მოსამართლე: როდის გაიმართა აქცია?
პოლიციელი: ამა წლის 10 ნოემბერს
მოსამართლე: 10 ნოემბერს? 
პოლიციელი: 10 თებერვალს, ბოდიში, ვერ ვერკვევი

აქტივისტები დააკავეს 7 მარტს, უკრაინის სოლიდარობის აქციაზე. საქმე ის არის, რომ ეს პოლიციელი ადგილზე არ ყოფილა და აქტივისტების წინააღმდეგ ცრუ ჩვენებას აძლევს.

ამ ინფორმაციას სასამართლო პროცესიდან მოძრაობა "სირცხვილია" ავრცელებს. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დღეს სირცხვილიას აქტივისტების საქმეს იხილავს. 

6 აქტივისტს პოლიცია დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 7 მარტს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ აქციას, როცა სამოქალაქო აქტივისტები უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ, საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას აპროტესტებდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი