ერთ-ერთი ვერსიით, გატაცებული ლევან მაჩაბელი საოკუპაციო ხაზთან დათა პაპას მეუღლის დასახმარებლად იყო ჩასული

გამოქვეყნდა:

ოკუპანტების მიერ ყოფილი სამხედროს, ლევან მაჩაბელის გატაცების შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ქერეს და ზემო არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

ახალგაზრდა კაცი ერთ-ერთი ვერსიით გუშინ გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ადგილობრივების, მათ შორის დათა პაპას მეუღლის, ვალია ვანიშვილის დასახმარებლად იმყოფებოდა. სწორედ ამ დროს შეიარაღებული ოკუპანტები გადმოვიდნენ ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე და ის ოკუპირებულ ცხინვალში წაიყვანეს.

გვიან ღამით, ცხინვალის პროპაგანდისტულმა მანქანამ, უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მაჩაბელი თავად გადავიდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სადაც დივერსიის მოწყობას გეგმავდა. ავრცელებენ ვიდეოსაც, სადაც მაჩაბელი უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე საუბრობს. უცნობია სად და როდის არის ჩაწერილი ეს კადრები.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქართული ოცნების ე.წ. დათმობის პოლიტიკის შედეგია ის, რაც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში ხდება.

"ეს უნდა იყოს გაკვეთილი ხელისუფლებისთვის. ბოლო თვენახევრის განმავლობაში და მანამდეც, ჩვენ ვხედავდით სრულ კაპიტულაციას, სრულ დათმობით პოლიტიკას და ამის შედეგია ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ზარალდებიან, იტაცებენ, აწამებენ, კლავენ. ეს არის პირდაპირი პასუხისმგებლობა იმ ხელისუფლების, რომელმაც ამგვარი პოლიტიკა დანერგა საქართველოში", - ამბობს ენმ-ის წევრი, ნუგზარ წიკლაური.

ასევე იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი