თავდამსხმელებმა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელი დაჭრეს და სალაროები დაცალეს | ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

"საქართველოს ბანკი" ისევ შეიარაღებული თავდამსხმელების სამიზნეა. სამგორში მდებარე ბანკის ფილიალი ამ დრომდე ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული, ოფისში სამართალდამცველები მუშაობენ. შეიარაღებული ნიღბიანები ბანკში, დღის ბოლოს ფილიალის დახურვამდე ცოტა ხნით ადრე შეიჭრნენ. 

იარაღის მუქარით თავდამსხმელებმა სალაროები დაცალეს. გაქცევისას კი ბანკის დაცვის თანამშრომელმა ერთ-ერთი დაჭრა, თუმცა თანამზრახველების დახმარებით დაჭრილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"ავტომატით იყო ვიღაც შესული და დაცვა დაჭრაო. ასე გავიგე მე" - ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი