საქართველოში "ფაიზერით" აცრა შეჩერდა - მოქალაქეებს "სინოვაკისა" და "სინოფარმის" ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია

გამოქვეყნდა:

საქართველოში Pfizer-ის ვაქცინით აცრა შეჩერებულია. ვებგვერდზე Booking.moh.gov.ge მოქალაქეებს ამ დროისთვის მხოლოდ სინოვაკისა და სინოფარმის ვაქცინებზე შეუძლიათ რეგისტრაცია.

ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ცნობილია, Pfizer-ის ვაქცინის გარკვეულ რაოდენობას ვადა გაუვიდა. უცნობია, ვაქცინის რამდენი დოზა დარჩა აუთვისებელი.

ჯერჯერობით უცნობია ასევე როდის მოხდება Pfizer-ის ვაქცინის ახალი დოზების შემოტანა ქვეყანაში.

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი