გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად, 2 ადამიანია მოკლული, რამდენიმე კი დაჭრილი. ერთ-ერთი დაჭრილი ზუგდიდელი ე.წ. მაყურებელია. დაჭრილები რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ამ დროისათვის პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.
შსს - ს ინფორმაციით, გამოძიება 109 და 236- ე მუხლებით დაიწყო
ავტორი: ემა გოგოხია