ლაგუნა ვერესთან მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას ძმას, ბიზნესმენ კონსტანტინე ქობულიას დავა ბიზნესმენ დავით შენგელიასთან ჰქონდა. სწორედ ამ დავის მოგვარებაში იყვენენ ჩართული ე.წ. კანონიერი ქურდები - ირაკლი ყალიჩავა და ლევან მარღია, რომლებიც ამჟამად თურქეთში იმყოფებიან.
გარჩევას ზუგდიდის ე.წ. მაყურებელი, ხვიჩა ცხაკაია უძღვებოდა, რომელიც მანამდე თურქეთში ყალიჩავას შეხვდა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ კი მარღიას მხარეს დაუპირისპირდა.
დავით შენგელია, რომელიც ე.წ. ტყის საძმოს ყოფილი წევრია, ამბობს, რომ საქმესთან კავშირი არ აქვს და არც გუშინდელ დაპირისპირებაში იღებდა მონაწილეობას.
„ვინც მაგას ამბობს, მაგის ოჯახი ამოწყდეს. ტყუილს ამბობს და დამბრალებელს მოვუტ*** დედის ტ**კი და მაგის გამკეთებელსაც. რა შუაში ვარ მე?! ქობულია ვინ არის აზრზე არ ვარ. საერთოდ ბაიბურში არ ვარ, ვინ არის არ ვიცი“, - ამბობს დავით შენგელია.
გუშინდელი დაპირისპირების დროს 2 ადამიანი მოკლეს, 5 კი დაჭრილია. ექიმის თქმით, ერთ-ერთ დაშავებულს ჭრილობა დუნდულების არეში აქვს მიყენებული.
"შემოვიდა პაციენტი 34 წლის მამაკაცი, ცეცხლსასროლი ჭრილობებით დუნდულოების მიდამოში, ნაფლეთოვანი ჭრილობით თავის არეში. მდგომარეობა იყო სტაბილური. ჩატარდა ოპერაცია. დაზიანებული იყო დუნდულოები, ჰქონდა ორივე დუნდულოს გამჭოლი ჭრილობები“, - თქვა ექიმმა.
ამ დრომდე შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ასევე იხილეთ:
2 მოკლული და 5 დაჭრილი | ახალი დეტალები ლაგუნა ვერესთან მომხდარი "ქურდული გარჩევის" შესახებ