სისხლიანი გარჩევა თბილისში და ქოლ-ცენტრების სქემაში ჩართული კრიმინალური ავტორიტეტები | "მთავარმა" ექსკლუზიური დეტალები გაარკვია

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა თბილისში - "პოსტ ფაქტუმმა" ლაგუნა ვერესთან მომხდარი მკვლელობის დეტალები ექსკლუზიურად დაადგინა. თავდაპირველი ვერსიით, გარჩევა და ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ძმისა და მისი მეგობრის მკვლელობა უძრავ ქონებასა და მშენებლობას უკავშირდებოდა. მაგრამ საქმე გაცილებით უფრო მასშტაბური და მძიმე აღმოჩნდა.

ჩვენ დავიწყეთ დაჭრილებისა და გარდაცვლილების ვინაობის გადამოწმება და ძალიან მალე მივადექით ე.წ. ქოლ-ცენტრების თაღლითურ სქემას. ამ დანაშულებრივი საქმიანობით თვიურად ასეულობით მილიონი დოლარი იჭრება. რომელიც ცხადია, სასურველი ლუკმაა როგორც კრიმინალური სამყაროსთვის, ასევე სახელისუფლებო წრეებისთვის. სწორედ ამიტომაც იყვნენ ამ გარჩევაში ჩართულები კრიმინალური ავტორიტეტები.

გაგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ ხელისუფლებამ ქოლ-ცენტრების დახურვის შესახებ გამოაცხადა და თქვა რომ ამ საქმით ფულს ვეღარავინ იშოვიდა. თუმცა აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები ხელშეუხებლობის გარანტიებით სარგებლობენ, და  ამ საქმიანობას ისევ აგრძელებენ. 
ახლა, როცა სხვა წვრილი კონკურენტები ჩამოიშორეს, როგორც ჩანს, გასაყოფი კიდევ უფრო მეტი დარჩათ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი