
სენაკის სოფელ ტყირში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, ს.ჩ-ს ცხედარი თხილნარში ნახეს, მას თავში ტყვია აქვს მოხვედრილი, სხეულს ემჩნევა ცემის კვალიც.
39 წლის კაცს 3 დღე ეძებდნენ. ის მესაქონლეობას მისდევდა და საკუთარი ფერმა ჰქონდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, შელაპარაკება მას სწორედ საძოვრებთან დაკავშირებით მოუხდა.
გარდაცვლილს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა და ის ოჯახში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
ავტორი: ემა გოგოხია.