მაქსიმალური სასჯელი 1 წელი და 6 თვე - 5 ივლისის მოძალადეების განაჩენი

გამოქვეყნდა:

5 ივლისის საქმეზე "მთავარი არხის" ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულსა მოსამართლემ 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგივე განაჩენი დადგა "ფორმულას" ჟურნალისტ რატი წვერავას ცემის ეპიზოდზეც.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მედიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმისთვის ბრალდებულების ნაწილს 1 წელი და 3 თვე, ასევე 1 წელი და 6 თვე, ნაწილს კი - გირაო შეეფარდა.  

უფრო კონკრეტულად მოსამართლე ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით:

  • გიორგი ნასყიდაშვილი - 1 წელი და სამი თვე;
  • გიორგი კახიანი - 1 წელი და სამი თვე; 
  • რომეო კეკუტია - 1 წელი და სამი თვე; 
  • უშანგი დათუნაშვილი - 1 წელი და 3 თვე;
  • ზაზა მჭედლიძე - 1 წელი და სამი თვე;
  • თემურ ხარაული - ერთი წელი და ერთი თვე; 
  • ილია ქებაძე -  ერთი წლით და 6 თვე;
  • უშანგი დათუნაშვილი - 5000 ლარიანი გირაო;

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი