
პირველი არხის ოპერატორზე, ილია თვალიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 5 ივლისის ძალადობის საქმეებზე დღეს განაჩენი გამოცხადდა.
ბრალდებულ ცოტნე ჩიხლაძეს 117-ე მუხლი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება გადაუკვალიფიცირდა 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ძალადობას. მოსამართლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა საქმეში არ არის წარმოდგენილი.
პირველი არხის ოპერატორ ილია თვალიაშვილის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში ბრალდებული კიდევ ორი პირი – გიორგი მაღრაძე და გიორგი წარუაშვილი სასამართლომ დღეს დამნაშავედ ცნო. მოსამართლე კონსტანტინე კოპალიანმა მათ ერთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეუფარდა.
იხილეთ ასევე: