თავდასხმა თუთბერიძეზე - პროკურატურის განცხადებით, ბადრაგის პატიმრობა მოითხოვა, მაგრამ სასამართლომ არ დააკმაყოფილა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორს ბრალდება წარუდგინა.

"სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 მარტს, პატიმართან შეხვედრის შემდგომ, ქალაქ რუსთავში მდებარე N16 პენიტენციური დაწესებულების გამოსასვლელთან იმყოფებოდა ადვოკატი შ.თ., რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მეტალო დეტექტორის საშუალებით შეამოწმა ინსპექტორმა გ.გ-მ. შემოწმების პროცესში, გ.გ-სა და შ.თ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. კონფლიქტისას, გ.გ-მ საკითხის გასარკვევად, საკუთარი ინიციატივით, ადვოკატი შეიყვანა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთათვის განკუთვნილ მოსასვენებელ ოთახში, იმ მიზნით, რომ არ მომხდარიყო მისი ქმედების დაფიქსირება სამეთვალყურეო ვიდეოკამერების მეშვეობით. რამდენიმე წუთის შემდგომ, გ.გ და შ.თ. გამოვიდნენ ზემოხსენებული ოთახიდან, რა დროსაც, გ.გ.-მ გადაამეტა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და იგი შეაკავეს პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა",-წერია უწყების განცხადებაში.

ასევე უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ მიმართა შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს გ.გ-ს მიმართ პატიმრობის შესახებ განჩინების გაცემის თაობაზე, თუმცა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ რეაგირების მიზნით მიმართა სპეციალური პენიტენციურ სამსახურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი